ილია დარჩიაშვილი - ტრანსფარენტულობა არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რათა წარმატებული ევროპული ქვეყანა ვიყოთ
ილია დარჩიაშვილი - ტრანსფარენტულობა არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რათა წარმატებული ევროპული ქვეყანა ვიყოთ

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებულ საკითხებს რაც შეეხება, ვფიქრობ, ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, პრემიერ-მინისტრს თავად გაეზიარებინა ის ხედვები და საჭიროებები, რომლებიც დაკავშირებულია მსგავსი ტიპის კანონპროექტის მიღებასთან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რათა საქართველო იყოს წარმატებული ევროპული ქვეყანა.

„ეს არის ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, აქვს უზარმაზარი გამოწვევები და ერთადერთი მექანიზმი, რათა დავძლიოთ გამოწვევები, არის ის, რომ უნდა ვისაუბროთ გამჭვირვალობაზე. ტრანსფარენტულობა არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რათა ვიყოთ წარმატებული ევროპული ქვეყანა. ჩვენ გვინდა, რომ ყველა და ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში იყოს გამჭვირვალე, ყველა და ყველაფერი იყოს ტრანსფარენტული, დასამალი არაფერია. ჩვენ გვინდა, ეს ერთ-ერთი ღირებულება, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი, ვიტყოდი ქვაკუთხედი და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ევროკავშირის შიგნით, ცალსახად საქართველოშიც იყოს გამოყენებული“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.