ილია დარჩიაშვილი სტეფან სეჟორნეს საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
ილია დარჩიაშვილი სტეფან სეჟორნეს საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სტეფან სეჟორნეს საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ამის შესახებ ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც დარჩიაშვილი წერს, დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველოსა და საფრანგეთს შორის კავშირები გაძლიერდება.

„ვულოცავ სტეფან სეჟორნეს საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას. გისურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში. ახლა, როდესაც საქართველო ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს არის ევროპულ ოჯახთან, მოწოდებული ვარ, გავაგრძელო აქტიური თანამშრომლობა თქვენს ქვეყანასთან. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ასევე გავაძლიერებთ კავშირებს საქართველოსა და საფრანგეთს შორის“, – წერს ილია დარჩიაშვილი.

საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა.