ილია დარჩიაშვილი სლოვენიის ვიცე-პრემიერს, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, ტანია ფაიონს შეხვდა
ილია დარჩიაშვილი სლოვენიის ვიცე-პრემიერს, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, ტანია ფაიონს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ნიუ იორკში, გაერო-ს საგანგებო სესიის ფარგლებში სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, ტანია ფაიონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს როგორც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ისე საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური თემები.

„ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის, მათ შორის ხელისუფლების მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესისა და ამ მხრივ მიღწეული პროგრესის შესახებ. აღინიშნა, რომ არსებულ ვითარებაში უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ამ გზაზე პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა.

სლოვენიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვენიის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და გამოხატა მზადყოფნა პრაქტიკული თვალსაზრისითაც გაუზიაროს ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება.

მინისტრები შეთანხმდნენ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციაში.