ილია დარჩიაშვილი - საქართველო და ჩინეთი ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები, ეს იქნება ძალიან ახალი, მნიშვნელოვანი იმპულსი ორმხრივ ურთიერთობებში
ილია დარჩიაშვილი - საქართველო და ჩინეთი ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები, ეს იქნება ძალიან ახალი, მნიშვნელოვანი იმპულსი ორმხრივ ურთიერთობებში

საქართველო და ჩინეთი ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები, რასაც ექნება ძალიან ახალი მნიშვნელოვანი იმპულსი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გაძლიერდება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე ხალხთა შორის ურთიერთობები.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი სი ძინპინის მოწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისტორიული ვიზიტით იმყოფება ჩინეთში. ერთი მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან. დღევანდელი შეხვედრის მთავარი გზავნილი გახლავთ ის, რომ საქართველომ და ჩინეთმა, ორმა ლიდერმა მოილაპარაკეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაინაცვლებს ახალ ფაზაში. ეს იქნება სტრატეგიული თანამშრომლობა. საქართველო და ჩინეთი ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები, რასაც ექნება ძალიან ახალი მნიშვნელოვანი იმპულსი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების პროცესი უფრო დინამიკური იქნება. ასევე გაძლიერდება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე ხალხთა შორის ურთიერთობები და ეს იქნება ახალი ძალიან ძლიერი იმპულსი ორი ქვეყნის მომავალი თანამშრომლობის საქმეში. ეს არის ნამდვილად ისტორიული ვიზიტი, რომელიც წლების განმავლობაში არ მომხდარა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ისტორიული ვიზიტის ფარგლებში მსგავსი გადაწყვეტილება ნამდვილად შეუწყობს ხელს ჩვენს ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დაახლოებას, ურთიერთობების გაძლიერებას და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების დაახლოებას. სტრატეგიული თანამშრომლობა ეს არის ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში, რომელიც აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.