ილია დარჩიაშვილი - პარტნიორების მოსაზრებები ყოველთვის საინტერესოა, კანონპროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც პასუხია, რომ მმართველი გუნდი ყურადღებით უსმენს პარტნიორებს
ილია დარჩიაშვილი - პარტნიორების მოსაზრებები ყოველთვის საინტერესოა, კანონპროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც პასუხია, რომ მმართველი გუნდი ყურადღებით უსმენს პარტნიორებს

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცადებით, საქართველოსთან დაკავშირებით პარტნიორების მოსაზრებები ყოველთვის საინტერესოა და საქართველოს ხელისუფლება მას შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს.

მისივე თქმით, არის ისეთი მოსაზრებებიც, რომლებიც საფუძველს მოკლებულია.

„ბოლო პერიოდში ზოგიერთი დეპუტატის მხრიდან კრიტიკული შეფასებები გვესმის. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მნიშნელოვანია, რათა ვიცოდეთ ყველა პოლიტიკოსის, დეპუტატის ხედვა და მოსაზრება. შეძლებისდაგვარად, ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობაში ვითვალისწინებთ მათ მოსაზრებებს. რა თქმა უნდა, არის მოსაზრებები, რომლებიც საფუძველს მოკლებულია, არანაირი საფუძველი არ არსებობს, მსგავსი განცხადებები მოვისმინოთ, თუმცა მომავალშიც გაგრძელდება ინკლუზიურობის პროცესი, რომელიც გავხსენით და ვცდილობთ, ყველა დაინტერესებული მხარე იყოს ჩართული ჩვენს ყოველდღიურ აქტივობებში. ჩვენთვის პარტნიორების ხმა, პარტნიორების მოსაზრებები ყოველთვის იყო, არის და იქნება საინტერესო.

ვფიქრობ, გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა კანონპროექტს, მისი დღის წესრიგიდან მოხსნას, ესეც საქართველოს მმართველი გუნდის, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ეხება დეპოლარიზაციას. ეს არის პასუხი, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი გუნდი ყოველთვის ყურადღებით უსმენს პარტნიორებს და ეს არის მოცემულობა, რომელიც გვაქვს დღეს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.