საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიმდინარე წლის 26-27 აპრილს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.
საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში განიხილება საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები.