ილია დარჩიაშვილი - მექსიკაში საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის გატაცებული, საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, დავეხმაროთ ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს მექსიკაში თუ სხვა ქვეყანაში
ილია დარჩიაშვილი - მექსიკაში საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის გატაცებული, საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, დავეხმაროთ ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს მექსიკაში თუ სხვა ქვეყანაში

ჩვენი თითოეული დიპლომატიური წარმომადგენლობა, თითოეული კონსული, რომელიც მუშაობს საზღვარგარეთ, ვალდებულები არიან და ასრულებენ იმ ფუნქციას, რომ ჩვენი მოქალაქის ინტერესები დაიცვან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, მექსიკაში ქართველები არ გაუტაცებიათ.

„არავინ არ არის გატაცებული. ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს მექსიკა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, თუ დასჭირდება ჩვენი დიპლომატის დახმარება, ამისთვის მზად ვართ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა, მათთან ვმუშაობთ. თუ მათ აქვთ საჭიროება, რომ მათ საჭიროებებზე მოხდეს რეაგირება, ამას გავაკეთებთ მომავალში“, – განაცხადა მინისტრმა.