ილია დარჩიაშვილი - ვულოცავ სალომე სამადაშვილს ანი წითლიძის ლიგაში გადასვლას საგარეო პოლიტიკის შეფასების ნაწილში
ილია დარჩიაშვილი - ვულოცავ სალომე სამადაშვილს ანი წითლიძის ლიგაში გადასვლას საგარეო პოლიტიკის შეფასების ნაწილში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებისგან დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში საქმესთან დაკავშირებით კითხვები ვერ მოისმინა.

მისივე თქმით, არ არის კარგი, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები მინისტრს კითხვებს უსვამენ, პასუხებს კი არ ელოდებიან და დარბაზიდან გადიან.

„ბატონო არმაზ, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ჩვენ ვერასდროს შევთანხმდებით საგარეო პოლიტიკურ თემებზე, შეიძლება, სხვაზეც, და არასდროს გვექნება ერთნაირი პოზიცია, მინდა, გამოვხატო დამოკიდებულება იმის მიმართ, რომ თქვენ აქ ბრძანდებით ერთადერთი ადამიანი ოპონენტებიდან. არც ჩვენ გვსიამოვნებს გაუგებარი, უსაფუძვლო და ხშირ შემთხვევაში მავნებლური შეფასებები ჩვენ მიმართ, მაგრამ ვისმენდით ამას. მოვუწოდებ ოპონენტებს, თუ სვამენ კითხვას, ამ კითხვის პასუხი აუცილებლად უნდა მიიღონ. დღევანდელმა დღემაც გამოაჩინა, რომ მათი შეფასებები, დამოკიდებულება ძალიან პრიმიტიულია. არანაირი კითხვა არ დასმულა მათი მხრიდან საქმესთან დაკავშირებით. ალბათ იმიტომ, რომ ნახეს ანგარიში, წაიკითხეს და ვერ დაინახეს ის, რაც შეიძლებოდა, სხვანაირად გაკეთებულიყო. უბრალოდ გამოხატეს დამოკიდებულება, ისე, როგორც გამოხატეს. მეგონა, ქალბატონი სალომე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით რაღაცას გამოხატავდა, მაგრამ მივულოცავ მას ქალბატონი ანი წითლიძის ლიგაში გადასვლას საგარეო პოლიტიკის შეფასების ნაწილში. ბატონო არმაზ, გადაეცით ეს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.