ილია დარჩიაშვილი - ევროპული პერსპექტივის მონიჭების შემდეგ, ასოცირების საბჭოს პირველი შეხვედრა ტარდება, განვიხილავთ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ბრიუსელში იმყოფება, საქართველო-ევროკავშირის საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში სხდომასთან დაკავშირებით წერს.
„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-7 შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.
ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, ეს გახლავთ ასოცირების საბჭოს პირველი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განვიხილავთ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითად ასპექტებს“, – წერს დარჩიაშვილი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.