ილია დარჩიაშვილი - ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან, ალიანსთან, გენერალურ მდივანთან მუშაობას, რომ საქართველო იყოს წარმოდგენილი ვაშინგტონში, ნატო-ს საიუბილეო სამიტზე
ილია დარჩიაშვილი - ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან, ალიანსთან, გენერალურ მდივანთან მუშაობას, რომ საქართველო იყოს წარმოდგენილი ვაშინგტონში, ნატო-ს საიუბილეო სამიტზე

ვილნიუსის სამიტსაც ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების საქმეში. ხელისუფლება მასპინძლობს დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანს თბილისში, ეს ვიზიტი ჩვენს ურთიერთობებს აუცილებლად შესძენს ახალ დინამიკას, ახალ კოორდინაციას, ახალ ფაზას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ საქართველო იყოს წარმოდგენილი ვაშინგტონის საიუბილეო სამიტზე.

„რაც შეეხება ვაშინგტონის საიუბილეო სამიტს, მიმდინარეობს მუშაობა ალიანსის მხრიდან, თუ როგორი ფორმა ექნება სამიტს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან, ალიანსთან, გენერალურ მდივანთან მუშაობას, რომ საქართველო იყოს წარმოდგენილი ვაშინგტონში, საიუბილეო სამიტზე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.