ილია დარჩიაშვილი - ჩვენ გამოწვევები გვაძლიერებს და გვაძლევს ძალას, იმპულსს, რომ უკეთესად ვიყოთ მომზადებული 2030-ისთვის
ილია დარჩიაშვილი - ჩვენ გამოწვევები გვაძლიერებს და გვაძლევს ძალას, იმპულსს, რომ უკეთესად ვიყოთ მომზადებული 2030-ისთვის

ქვეყნებს, რომლებიც ესწრაფვიან ევროპულ ოჯახში, ევროკავშირში გაერთიანებას, კიდევ უზარმაზარი საქმე აქვთ გასაკეთებელი, ეს არაერთხელ გვითქვამს, მათ შორის, ჩვენც, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, ამ პროცესში კანონის უზენაესობა მთავარი ქვაკუთხედია.

„ჩემი სიტყვის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ჩვენთვის კანონის უზენაესობა და, ზოგადად, კანონმდებლობის დაახლოება ევროპულ სივრცესთან და ევროკავშირთან არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. კონკრეტიკა დღეს არ იყო. ჩვენ გზავნილად მივიღეთ, რომ 2030 იქნება თარიღი, როდესაც იქნება შემდგომი ტალღა გაფართოების. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და ვემზადებით, რომ 2030-ში საქართველო იყოს ერთ-ერთი მომზადებული ქვეყანა წევრობისთვის. არის გამოწვევები ამ გზაზე ყველასთვის, მათ შორის, კანდიდატი ქვეყნებისთვის, თუმცა ეს ნორმალური პროცესია. ჩვენ ეს გამოწვევები გვაძლიერებს და გვაძლევს ძალას, იმპულსს, რომ უკეთესად ვიყოთ მომზადებული 2030-სთვის“, – განაცხადა მინისტრმა.