ილია დარჩიაშვილი - 29 აპრილს ადამიანები გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ბევრჯერ გავხდით მომსწრე დამაზიანებელი დეზინფორმაციისა, რომელსაც პასუხი სჭირდება
ილია დარჩიაშვილი - 29 აპრილს ადამიანები გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ბევრჯერ გავხდით მომსწრე დამაზიანებელი დეზინფორმაციისა, რომელსაც პასუხი სჭირდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბება საზოგადოება, რომელიც ღიად დააფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა, მეორე მხრივ, ქვეყნისთვის ღირებულებები, ტრადიციები, რელიგია არის მნიშვნელოვანი.

„ვფიქრობ, საზოგადოება, რომელიც შეიკრიბება ორშაბათს, 29 აპრილს, იქნება ადამიანების  ჯგუფი, რომელიც გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას, საკუთარ ხედვას და საკუთარ განწყობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი. ბევრჯერ გავხდით მომსწრენი ჩვენს ქვეყანაში ძალიან დამაზიანებელი დეზინფორმაციისა, რომელსაც სჭირდება ადეკვატური პასუხი. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ თავისუფალ, ლაღ და ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს რუსთაველზე, რომელიც ღიად იტყვის და დააფიქსირებს პოზიციას, რომ, ერთი მხრივ, საქართველო ევროპული ქვეყანაა და ჩვენი საბოლოო მიზანი არის ევროპულ ოჯახში საბოლოო წევრობა, მეორე მხრივ, ჩვენთვის ღირებულებები, ტრადიციები, რელიგია არის მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნის მთავარი ქვაკუთხედი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე საყოველთა-სახალხო შეკრება დაანონსა.