ილჰამ ალიევმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ილჰამ ალიევმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

განკარგულებაში არაფერია ნათქვამი 81 წლის რამიზ მეჰდიევის გათავისუფლების მიზეზზე, რომელიც ამ თანამდებობას 1995 წლიდან, ჯერ კიდევ ჰეიდარ ალიევის პრეზიდენტობის პერიოდიდან იკავებდა.

საკადრო ცვლილებები ასევე შეეხო ეკონომიკის სამინისტროს. უწყებას სათავეში შემოსავლების მინისტრი მიხაილ ჯაბაროვი ჩაუდგება. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი შახინ მუსტაფაევი კი ვიცე-პრემიერის თანამდებობას ჩაიბარებს.

დატოვე კომენტარი