ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს მიმართა -„ქართულ ოცნებას“, მთლიანად თქვენს გუნდს კიდევ ერთხელ გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, გისურვებთ წარმატებას
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა.
ამის შესახებ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.
„ეს კონკრეტული ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის არის იმდენად, რამდენადაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც საქართველოში გაიმართა, ეს თქვენი პირველი უცხოური ვიზიტია. ვიყენებ ამ შესაძლებლობას და გამარჯვებას მოგილოცავთ „ქართულ ოცნებას“, პარტიას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. გილოცავთ და თქვენ და თქვენს მთელ გუნდს გისურვებთ წარმატებას. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თქვენი პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ, ბუნებრივია, ეს არის სიმბოლური, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს უმაღლესი დონის ურთიერთობები გვაქვს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ ამ გადაწყვეტილებისთვის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩვენს ქვეყანაში, მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი შეხვედრები უკვე რეგულარული ხასიათისაა. თქვენ ორიოდე თვის წინ შეგხვდით ბაქოში და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ბაქოში ფორუმში მონაწილეობისთვის“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.