ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა
ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ბაქოში, „ზაგულბას“ სასახლეში, ქართული დელეგაციის პატივსაცემად, ოფიციალური სადილი გაიმართა.

ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

დატოვე კომენტარი