ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის პარლამენტი დაითხოვა
ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის პარლამენტი დაითხოვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა.

ალიევმა აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე არჩევნები 2020 წლის 9 თებერვალს დანიშნა.

„ვხელმძღვანელობ აზერბაიჯანის კონსტიტუციის 98.1 მუხლის პირველი ნაწილით და 109-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვადგენ: დაიშალოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეხუთე მოწვევის მილი მეჯლისი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს 2020 წლის 9 თებერვალს“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანის პარლამენტის დათხოვნის ინიციატივით გასული კვირის ბოლოს მმართველი პარტიის, „ენი აზერბაიჯანის“ დეპუტატები გამოვიდნენ. მათ თქვეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტის რეფორმების კურსის მხარდასაჭერად არის აუცილებელი. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ხელისუფლების გარდაქმნა და პარლამენტის შემადგენლობის გაახალგაზრდავება. აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო.