ილჰამ ალიევის თქმით, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნის დავალება უკვე გაცემულია
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნის დავალება უკვე გაცემულია. ამის შესახებ განცხადება ილჰამ ალიევმა სატელევიზო მიმართვის დროს გააკეთა, რომელიც ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის შესვლას ეხებოდა.
ამ რაიონზე კონტროლი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, აზერბაიჯანს გადაეცა.
„ჩვენ ისევ აღვადგენთ ყველა რაიონს და ქალაქს. დიდი გეგმები გვაქვს. უკვე დაიწყო ქალაქ შუშაში მიმავალი ახალი გზის მშენებლობა. ეს გზა ფიზულის რაიონიდან დაიწყება და ხოჯევანის რაიონის ნაწილზე გაივლის. მე უკვე გავეცი განკარგულება, რომ ეს გზა უახლოეს ხანში გაიყვანონ.
ეს რთული პროცესია, მაგრამ ამას შევძლებთ. ჩვენ აღვადგენთ რკინიგზასაც. მათ შორის, წინასწარ გაცემულია დავალება, რომ დაიწყოს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის აღდგენა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.