ილჰამ ალიევი - ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ახალ შინაარს იძენს
ილჰამ ალიევი - ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ახალ შინაარს იძენს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

როგორც ილჰამ ალიევის წერილშია აღნიშნული, დიდ კმაყოფილებას იწვევს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის 30 წლის განმავლობაში ურთიერთობების ყოვლისმომცველი განვითარება, რაც შეესაბამება ორი ქვეყნის მოსახლეობის ნებას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პირობებში.

„დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მომენტიდან გასულ პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი გახდა ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო-ლოგისტიკურ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში ჩვენი კავშირების გამყარების მნიშვნელოვანი საფუძველი. ორმხრივმა ვიზიტებმა, რეგულარულმა კონტაქტებმა, სხვადასხვა სფეროში ხელმოწერილმა მრავალრიცხოვანმა დოკუმენტებმა, განხოციელებულმა ერთობლივმა პროექტებმა ჩვენი მრავალვექტორული თანამშრომლობის გაფართოებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. დიდად ვაფასებ საერთაშორისო სტრუქტურებშიც ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელებიც არიან საიმედო სტრატეგიული პარტნიორები“, – ნათქვამია აზერბაიჯანის ლიდერის წერილში.

ალიევი წერილში განსაკუთრებით აღნიშნავს მასშტაბური სატრანსპორტო-საკომუნიკაცოო პროექტების წარმატებულ განხორციელებაში მჭიდრო თანამშრომლობას. ის მიიჩნევს, რომ ამას წვლილი შეაქვს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონის განვითარებაში, სტაბილურობაში და უსაფრთხოებაში.

„ურთიერთპატივისცემაზე და ნდობაზე დაფუძნებული ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ამჟამად, ახალ შინაარს იძენს. მიმაჩნია, რომ არის კარგი შესაძლებლობები ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდისთვისაც. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მომავალშიც წარმატებულად გავაგრძელებთ ჩვენ ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კავშირების მუდმივი გაფართოებისკენ, ყველა სფეროში ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონის განვითარებისკენ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უფრო მაღალ დონეზე აყვანისკენ. ვსარგებლობ შემთხვევით და გისურვებთ თქვენ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებას საქმიანობაში, მეგობარ ქართველს ხალხს კი, მუდმივ სიმშვიდეს, აყვავებას და კეთილდღეობას“, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის წერილში.