ილჰამ ალიევი - თურქეთ-აზერბაიჯანის ერთიანობა მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევრაზიისთვისაც
თურქეთ-აზერბაიჯანის ერთიანობა მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევრაზიისთვისაც, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ ალიევმა აღნიშნა, რომ თურქეთი ბევრი საკითხით დაკავშირებულია არა მხოლოდ რეგიონთან, არამედ მსოფლიოსთან.
„დღეს თურქეთს მსოფლიში სიტყვა ეთქმის“ – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის გარანტია. მისივე თქმით, ყარაბაღის მეორე ომის დროს თურქეთი ყოველთვის აზერბაიჯანის გვერდით იყო.
„ჩვენი ისტორიული საკითხი, რომელიც მშვიდობიანი გზით ვერ გადავწყვიტეთ, ბრძოლის ველზე მოვაგვარეთ. აზერბაიჯანელი ხალხი არ დაივიწყებს თურქეთის მხარდაჭერას. თურქული სამყაროს გაერთიანება და საერთო კულტურების მქონე ხალხების თანაცხოვრება გააძლიერებს თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის თითოეული წევრს“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.