ილჰამ ალიევი - ომი თუ გაგრძელდება, სომხეთის არმიას გავანადგურებთ
ილჰამ ალიევი - ომი თუ გაგრძელდება, სომხეთის არმიას გავანადგურებთ

ომი თუ გაგრძელდება, სომხეთის არმიას გავანადგურებთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქულ ტელეკომპანია Haber Türk-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ამ ორ კვირაში სომხეთის 233 ტანკი გავანადგურეთ. რომ შევაფასოთ ყველაფერი, რაც ამ დროის განმავლობაში გავანადგურეთ, 1-2 მილიარდი დოლარის ღირებულების იქნება. ისმის კითხვა – ღარიბი სომხეთი, სად იშოვა მან ეს თანხა? არა. ეს მათ მისცეს. ვინ მისცა, ყველამ იცის. საიდან აქვთ ამდენი ტექნიკა? ომი თუ გაგრძელდება, ჩვენ მათ მთელს არმიას გავანადგურებთ. ამიტომ რაც უფრო სწრაფად შეწყვეტენ ომს, მით უფრო მეტ ტექნიკას შეინარჩუნებენ.

რუსეთს სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს, იქ ხუთი ათასი სამხედრო იმყოფება. აქვს თურქეთს აზერბაიჯანში სამხედრო ბაზა? არა. სომხეთის საზღვარს ირანთან და თურქეთთან რუსი მესაზღვრეები იცავენ. არიან აზერბაიჯანის საზღვარზე თურქი მესაზღვრეები? არა. ამიტომ მოდი ნურავინ დაგვადანაშაულებს“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.