ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს - როგორც მეგობარ ქვეყანას, ძალიან გვახარებს თქვენი მთავრობის წარმატებები ყველა სფეროში, გისურვებთ წარმატებას პირადად თქვენ და თქვენს მთავრობას
ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს - როგორც მეგობარ ქვეყანას, ძალიან გვახარებს თქვენი მთავრობის წარმატებები ყველა სფეროში, გისურვებთ წარმატებას პირადად თქვენ და თქვენს მთავრობას

როგორც მეგობარ ქვეყანას, ძალიან გვახარებს თქვენი მთავრობის წარმატებები ყველა სფეროში, გისურვებთ წარმატებას პირადად თქვენ და თქვენს მთავრობას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრის დროს განაცხადა.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკისთვის იმედისმომცემია საქართველოს პოზიტიური საინვესტიციო გარემო და ეკონომიკური რეფორმები, რომელთა წყალობითაც გადაჭრილია ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმა ჩამოყალიბდა, მიმდინარე პროექტები კი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის, არამედ ევრაზიის რეგიონის ბევრი სხვა სახელმწიფოსთვისაც.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება აზერბაიჯანში. ძალიან სასიხარულოა თქვენი მასპინძლობა ჩვენს ქვეყანაში. წელს ეს თქვენი მეორე ვიზიტია.ჩვენ გვქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა. განვიხილეთ რიგი საკითხები ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკურ დიალოგს ორ მოძმე ერს შორის, რომელიც ყოველთვის ძალიან აქტიურია. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს რეგიონში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. გამოჩნდა ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები. ჩვენი ურთიერთობები სასარგებლოა არა მხოლოდ ჩვენი ერებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვისაც. გადავხედე სტატისტიკას და შევამჩნიე, რომ საგრძნობი პროგრესი გვაქვს ეკონომიკის და სავაჭრო ბრუნვის კუთხით. დღეს შედგება მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის დროსაც განხილული იქნება ამჟამინდელი სიტუაცია და დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები. ჩვენთვის ძალიან იმედისმომცემია საქართველოს პოზიტიური საინვესტიციო გარემო და ეკონომიკური რეფორმები, რომელთა წყალობითაც გადაჭრილია ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა. ვულოცავთ და, როგორც მეგობარ ქვეყანას, ჩვენ ძალიან გვახარებს თქვენი მთავრობის წარმატებები ყველა სფეროში. გისურვებთ წარმატებას პირადად თქვენ და თქვენს მთავრობას. დღეს ჩვენ ასევე განვიხილავთ ჩვენი თანამშრომლობის ტრადიციულ მიმართულებებს: ბუნებრივი აირისა და ნავთობის ტრანსპორტირებას, ასევე უკვე განხორციელებულ პროექტებს, რომელთა შედეგებით ჩვენ უკვე ვსარგებლობთ. ამ პროექტების წყალობით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმა, რადგან ეს პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ ევრაზიის რეგიონის ბევრი სხვა სახელმწიფოსთვისაც. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას. მადლობა, რომ დათანხმდით ჩემს მოწვევას. კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

დატოვე კომენტარი