ილჰამ ალიევი - ე.წ. ზანგეზურის დერეფნის გახსნა რეგიონში მომავალი მშვიდობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენტია
ილჰამ ალიევი - ე.წ. ზანგეზურის დერეფნის გახსნა რეგიონში მომავალი მშვიდობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენტია

ე.წ. ზანგეზურის დერეფნის გახსნა რეგიონში მომავალი მშვიდობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენტია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოს IX გლობალური ფორუმის გახსნაზე განაცხადა.

„ამაზე თუ დაშვება არ მოგვეცემა, გაგვიჭირდება მშვიდობაზე საუბარი და აზერბაიჯანის ყველა ძალისხმევა, რომელიც მიმართულია სომხეთთან ნორმალური თანაარსებობისა და სამეზობლო ურთიერთობების დამყარებისკენ, წარუმატებელი იქნება“, – განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ოფიციალური ბაქოს მიერ წამოყენებული წინადადებები ასევე მოიცავს ქვეყნების ურთიერთპატივისცემას ერთმანეთის საზღვრების მიმართ.

„მოხარული ვართ, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ეს ხუთი პრინციპი მიიღო“, – განაცხადა ალიევმა.