ილჰამ ალიევი - ჩვენი წინადადება იყო, შეხვედრა გამართულიყო საქართველოში, რადგან ლიდერები ისტორიულად აქ იკრიბებიან, მაგრამ სომხეთი ამისთვის არ არის მზად
ილჰამ ალიევი - ჩვენი წინადადება იყო, შეხვედრა გამართულიყო საქართველოში, რადგან ლიდერები ისტორიულად აქ იკრიბებიან, მაგრამ სომხეთი ამისთვის არ არის მზად

ჩვენი წინადადება იყო, რომ ლიდერები შევხვედრილიყავით საქართველოში, რადგან ლიდერები ისტორიულად იკრიბებიან საქართველოში, მაგრამ სომხეთი ამისთვის არ არის მზად, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დავოსის ფორუმზე გამართული დისკუსიის ფარგლებში განაცხადა.

ალიევს დისკუსიის მოდერატორმა კითხვა დაუსვა სომხეთთან ურთიერთობის საკითხზე.

„დიდად ვაფასებ ჩემი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევას, რომელმაც შეხვედრა გამართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ჩვენი წინადადება იყო, რომ ლიდერები შევხვედრილიყავით საქართველოში, რადგან ლიდერები ისტორიულად იკრიბებიან საქართველოში, მაგრამ სომხეთი ამისთვის არ არის მზად. ეს არის ერთ-ერთი პოტენციური რისკი, რადგან კავკასიის სამივე ქვეყანა თუ გააერთიანებს ძალისხმევას, ენერგიის, ტრანსპორტის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, საზღვრის დელიმიტაციის კუთხით, უფრო უსაფრთხო იქნება რეგიონი“, – განაცხადა ალიევმა.