ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანმა, საქართველომ, უნგრეთმა და რუმინეთმა გასულ დეკემბერს ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს მწვანე ენერგიის ტრანსპორტირებაზე, ეს იქნება ევროპის ენერგეტიკული რუკის მნიშვნელოვანი ცვლილება
ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანმა, საქართველომ, უნგრეთმა და რუმინეთმა გასულ დეკემბერს ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს მწვანე ენერგიის ტრანსპორტირებაზე, ეს იქნება ევროპის ენერგეტიკული რუკის მნიშვნელოვანი ცვლილება

გასულ დეკემბერს აზერბაიჯანმა, საქართველომ, უნგრეთმა და რუმინეთმა ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს მწვანე ენერგიის ტრანსპორტირებაზე, ამ შეთანხმების თანახმად, ჩვენ მოვახდენთ აზერბაიჯანიდან ქარის ძალით მოპოვებული ენერგიის ტრანსპორტირებას ევროპაში, ეს იქნება ევროპის ენერგეტიკული რუკის მნიშვნელოვანი ცვლილება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოს მეათე გლობალური ფორუმის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა მნიშვნელოვნად გაზარდა ენერგიის ტრანსპორტირება ევროპაში და გაზის ექსპორტი წელს 24 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.

„ერთ-ერთი პანელი ეხება ენერგიისა და ტრანსპორტირების დერეფანს. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენი უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ მოხდა. უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირმა და აზერბაიჯანმა მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ამ მემორანდუმის იმპლემენტაცია ხდება. აზერბაიჯანმა მნიშვნელოვნად გაზარდა ენერგიის ტრანსპორტირება ევროპაში. გაზის ექსპორტი წელს მიაღწევს 24 მილიარდ კუბურ მეტრს. ამის ნახევარი წავა პირდაპირ ევროპაში. ესეც დაეხმარება ევროპელ მომხმარებლებს და გაზრდის მათ წვდომას ბუნებრივ აირთან არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ჩვენ გავზარდეთ ინვესტიციები ბუნებრივი აირის სფეროში და ვმუშაობთ მილსადენების გაფართოებაზე. ეს ეხება როგორს ტანაპის, ისე ტაპის მილსადენებს. გასულ დეკემბერს ასევე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა ბუქარესტში, სადაც აზერბაიჯანმა საქართველომ, უნგრეთმა და რუმინეთმა ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს მწვანე ენერგიის ტრანსპორტირებაზე. ამ შეთანხმების ხელმოწერას ესწრებოდა ევროკომისიის პრეზიდენტი. ამ შეთანხმების თანახმად, ჩვენ მოვახდენთ აზერბაიჯანიდან ქარის ძალით მოპოვებული ენერგიის ტრანსპორტირებას ევროპაში. ამ კაბელის ნაწილი გაივლის შავი ზღვის ფსკერზე. ახლა ამ პროექტის შესწავლა მიმდინარეობს. ეს იქნება ევროპის ენერგეტიკული რუკის მნიშვნელოვანი ცვლილება“, – განაცხადა ალიევმა.