ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აღარ არსებობს, რადგან ის დარეგულირდა
ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აღარ არსებობს, რადგან ის დარეგულირდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აღარ არსებობს, რადგან ის დარეგულირდა. როგორც სააგენტო „ტრენდი“ წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანის ლიდერმა მოსახლეობისადმი მიმართვაში განაცხადა.

„ჩვენი გამარჯვება ისტორიულია. ჩვენ გავათავისუფლეთ მტრისგან რამდენიმე რაიონი ბრძოლის ველზე, სამი რაიონი მტრისგან იძულებით დავიბრუნეთ და ამგვარად დავარეგულირეთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. ახლა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აღარ არსებობს. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ეს კონფლიქტი კიდევ გრძელდება, ცდება. ადამიანები, რომლებიც დღეს მთიან ყარაბაღში ცხოვრობენ აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. ისინი ნახავენ, რომ მათ ერთიანი აზერბაიჯანის ფარგლებში კარგი ცხოვრება ექნებათ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

შეგახსენებთ, მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ.

დატოვე კომენტარი