ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, 2022 წლის ბოლომდე გაფორმდეს
ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, 2022 წლის ბოლომდე გაფორმდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თქმით, გარკვეულ პირობებში, სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი შესაძლოა, 2022 წლის ბოლომდე მოეწეროს.

„სომხურ მხარეს თუ ექნება ნება, მაშინ სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება გაფორმდეს წლის ბოლომდე. დრო მიდის. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა, მივიჩნევ, რომ ეს მაინც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ვფიქრობ, უახლოეს ხანში მხარეები თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ორივე მხარე თუ დაიწყებს მუშაობას სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, მაშინ წლის ბოლომდე შეიძლება შეთანხმებამდე მივიდეთ“, – განაცხადა ალიევმა პრაღაში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ალიევის თქმით, არც სომხეთს და არც ევროკავშირს არ აქვთ შეკითხვები სამშვიდობო შეთანხმების ხუთ საბაზისო პრინციპთან, რომლებიც აზერბაიჯანმა წარადგინა.