ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიამ კონფლიქტის ზონაში კიდევ 23 სოფელი გაათავისუფლა
ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიამ კონფლიქტის ზონაში კიდევ 23 სოფელი გაათავისუფლა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიამ კონფლიქტის ზონაში კიდევ 23 სოფელი გაათავისუფლა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ლიდერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ალიევის მტკიცებით, დაკავებულია ფიზულის, ხოჯალის, ხოჯავენდის, გუბადლის, ჯებრაილისა და ზანგილანის რაიონების სოფლები.

ილჰამ ალიევის ბოლო განცხადებასთან დაკავშირებით სომხეთის ხელისუფლებას კომენტარი ჯერ არ გაუეკეთებია. მანამდე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ საომარი მოქმედებების დროს მათი მხრიდან კიდევ 44 ჯარისკაცი დაიღუპა და საერთო რაოდენობამ 1 221 შეადგინა.

შეგახსენებთ, ერთი დღით ადრე ილჰამ ალიევმა ქალაქ შუშის დაკავების შესახებ განაცხადა. სომხური მხარის ცნობით, სოხმეთის ძალები შუშას ჯერ კიდევ აკონტროლებენ. სომხეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ შუშის სიახლოვეს საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.