Il Messaggero - „იუვენტუსმა“ კვარაცხელიასთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
Il Messaggero - „იუვენტუსმა“ კვარაცხელიასთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ გრანდ „იუვენტუსში“ ითამაშებს, – ამას ცნობილი ინტერნეტ-პორტალი Il Messaggero ამტკიცებს.

მოვლენები ასე ვითარდებოდა. „მილანნიუსმა“ მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მილანის“ ხელმძღვანელობასა და კვარაცხელიას აგენტს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს და სხვა კლუბებსაც ესაუბრა. 

Calciomercato.com წერდა, კვარაცხელიას სურს, რომ მთავარი ოთხი ევროპული ლიგიდან ერთ-ერთში მთავარი გმირი გახდეს. ამის შემდეგ დაიწყო ხმები გავრცელება იმის შესახებ, რომ „მილანში“ მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იყო.

„20 წლის ფეხბურთელმა შთაბეჭდილება მოახდინა ბევრ კლუბზე. ის ორივე ფეხით კარგად თამაშობს და ამ სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგის გუნდში, ყაზანის „რუბინში“ ოთხი გოლის გარდა ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა. როგორც ჩანს, ნიჭიერი ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლა „იუვენტუსმა“ მოიგო. ამასთან, როგორც ჩანს, „როსონერი“ იმედგაცრუებული დარჩება, ისევე როგორც მიუნხენის „ბაიერნი“, რადგან il Messaggero-ის ცნობის თანახმად, „იუვენტუსის“ აღმასრულებელი დირექტორი ფაბიო პარატიჩი ნიჭიერი ახალგაზრდის კონტრაქტზე პრინციპში უკვე შეთანხმდა“.

ამ თემაზე La Gazzetta dello Sport-იც მტკიცებით ფორმაში წერს: „პრინციპული შეთანხმება ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის გასვლის შემთხვევაში გაფორმდება. ის იქნება პირველი ქართველი გუნდის ისტორიაში. „იუვენტუსი“ ნიჭიერ ახალგაზრდებზე ნადირობს. კვარაცხელია კი ბევრად უფრო ახლოს არის გუნდში ჩარიცხვასთან“.