JuventusNews - კვარაცხელია „იუვენტუსის“ ისტორიაში პირველი ქართველი იქნება, კლუბი 20 მილიონს იხდის #1TVSPORT
JuventusNews - კვარაცხელია „იუვენტუსის“ ისტორიაში პირველი ქართველი იქნება, კლუბი 20 მილიონს იხდის #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსის“ ფანების ვებგვერდმა JuventusNews ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „იუვენტუსის“ ისტორიაში პირველი ქართველი იქნება. 

„კვარაცხელია „იუვენტუსში“ – გადამწყვეტი ბრძოლა თავდამსხმელისთვის. დეტალები გუნდის შესაძლო პირველი საზაფხულო ტრანსფერის შესახებ.

როგორც JuventusNews-მა გაარკვია, „იუვეს“ აშკარა უპირატესობა აქვს კონკურენტ გუნდებთან ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში, რომელიც 2001 წელს არის დაბადებული და „რუბინში“ თამაშობს. გუნდმა უკვე დაჯავშნა შემდეგი სეზონის პირველი ტრანსფერი იმ პირობით, თუ ჩემპიონთა ლიგაზე გავა (სეზონის ფინიშამდე 5 ტურით ადრე, გუნდი მე-4 ადგილზეა)“, – ამტკიცებს JuventusNews.

ტურინელთა ფანგვერდი ტრანსფერის ღირებულებაზეც წერს: „ტურინის „იუვენტუსი“ რუსულ კლუბს 20 მილიონი ევროს ოდენობის თანხას გადაუხდის კვარაცხელიაში, რომელიც რუსეთის ლიგის MVP-დ და 2020 წელს საქართველოს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ის „იუვენტუსის“ ისტორიაში პირველი ქართველი იქნება“.