„კაზანფირსტი“ - „რუბინმა“ კვარაცხელიაზე დამოკიდებულება გამოავლინა, ის კონკურენტს ყველაფერში სჯობს #1TVSPORT
„კაზანფირსტი“ - „რუბინმა“ კვარაცხელიაზე დამოკიდებულება გამოავლინა, ის კონკურენტს ყველაფერში სჯობს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ, ყაზანის „რუბინმა“ რუსეთის პრემიერლიგის პირველი მატჩი ჩაატარა და საკუთარ სტადიონზე „კრასნოდართან“ 0:1 დამარცხდა. 

გამოცემა „კაზანფირსტმა“ მატჩი გააანალიზა და წაგების მიზეზად ქართველი თავდამსხმელის არყოფნა დაასახელა.

„ყაზანის „რუბინს“ „კრასნოდართან“ ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელია და დისკვალიფიცირებული დენის მაკაროვი აკლდა. გუნდმა კვარაცხელიაზე დამოკიდებულება გამოავლინა – ბოლო შვიდ მატჩში გოლი პირველად ვერ გაიტანა. ძლიერი ფლანგების გარეშე, სლუცკის გუნდს შეტევაში მომენტების შექმნა გაუჭირდა. „რუბინმა“ მთელი თამაშის განმავლობაში კარში მხოლოდ ოთხჯერ დაარტყა“, – წერს გამოცემა.

კაზანფირსტმა“ კვარაცხელიას ოლეგ შატოვი შეადარა, რომელიც ქართველის პოზიციაზე ათამაშეს და დაასკვნა, რომ რუსეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ხვიჩას ყველა მაჩვენებლით ჩამორჩება: „როდესაც ბურთს „კრასნოდარი“ ფლობდა, შატოვი იკარგებოდა, მეტოქეს არ აპრესინგებდა და ზონების გადაკეტვას ვერ ასწრებდა. შეტევაში კვარაცხელიასთან მის შედარებას აზრი არ აქვს, მაგრამ „კრასნოდართან“ ისიც გამოჩნდა, რომ მაშინვე ასართმევად ორთაბრძოლაში შედის, თავად ცდილობს, რომ ბურთი ჩაჭრას და შეტევა წამოიწყოს. შატოვი კი ელოდა, ბურთს როდის მიიღებდა და მაშინვე კარგავდა“.