იკარდის სატრანსფერო ბრძოლაში „ჩელსიც“ ჩაერთო
იკარდის სატრანსფერო ბრძოლაში „ჩელსიც“ ჩაერთო

ლონდონის „ჩელსი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მაურო იკარდის ხელში ჩაგდებას შეეცდება, – იუწყება Football Italia.

გამოცემის ინფორმაციით, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელები მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც „პარი სენ-ჟერმენმა“ არგენტინელი თავდამსხმელის ტრანსფერზე მოლაპარაკება წარმატებით ვერ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ პარიზული გრანდი იკარდის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროსა და სოლიდური ბონუსების გადახდას აპირებდა.

საფრანგეთის ვადაზე ადრე დასრულებულ ჩემპიონატში 27 წლის მაურო იკარდიმ (რომელიც იჯარის წესით პსჟ-ში ირიცხება) 20 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.