ისრაელში  ქართველი შემსრულებლებისა და ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი  გაიმართა
ისრაელში ქართველი შემსრულებლებისა და ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი  გაიმართა

ისრაელში, იაალომის თეატრში ცნობილი ქართველი შემსრულებლებისა და ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი  გაიმართა. თეატრმა „ჯეოთრეინს“, „შინს“, მაია ბარათაშვილს, ზურა გაგნიძეს, გიორგი სალაღიშვილს, პაატა ანდრიაძეს, მამუკა ჭიჭინაძეს, ზაზა მიმინოშვილს და ლექსო ჭუმბურიძეს უმასპინძლა.

კონცერტზე ქართველი კომპოზიტორების – ბიძინა კვერნაძის, დავით თორაძის, ჯანსუღ კახიძის, ვაჟა აზარაშვილისა და ნინო ჩხიკვაძის სიმღერები, სტილიზებული ხალხური მუსიკა, და ამერიკელი კომპოზიტორების ჯონ მაქლაჰლინის, ჰერბი ჰენკოკის, სონი როლინსის ნაწარმოები ანსამბლების „ჯეოთრეინისა“ და „შინის” არანჟირებით შესრულდა.

„გემოვნებიანი მაყურებელი წამიერად რეაგირებდა ბგერაზე, მოძრაობაზე. იმპროვიზაციის დროს სპონტანურად წარმოქმნილ ახალ იდეაზე. საოცარი შარმი შემატა საღამოს ქართულმა ცეკვამ ლექსო ჭუმბურიძის შესრულებით“, დაიწერა ებრაულ გამოცემებში.