იაპონური კომპანია თანამშრომლებს სრულფასოვანი ძილისთვის თანხას გადაუხდის
იაპონური კომპანია თანამშრომლებს სრულფასოვანი ძილისთვის თანხას გადაუხდის

იაპონური კომპანია  CRAZY თანამშრომლებს სრულფასოვანი ძილისთვის თანხას გადაუხდის.

კომპანის თანამშრომლები, რომლებსაც ღამის განმავლობაში სულ მცირე ექვსი საათი სძინავთ, კვირაში მინიმუმ ხუთი დღე დამატებით ქულებს მოიპოვებენ. მათ შეეძლებათ, ეს ქულები გადაცვალონ კომპანიაში არსებულ კაფეტერიაში, წელიწადში 783 დოლარის ფარგლებში.

ღამის ძილს Airweave – ის მიერ შექმნილი აპლიკაცია გააკონტროლებს.

„უნდა დაიცვა თანამშრომელთა უფლებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა არ იქნება ძლიერი”,- აცხადებს კომპანიის დამაარსებელი კაზუჰიკო მორიამა.

Fuji Ryoki – ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იაპონელების 92 % ამბობს, რომ მათ საკმარისად არ სძინავთ, რაც მუშაობის ხარისხზე აისახება.