იგუაინს ტურინში დაბრუნება არ სურს
იგუაინს ტურინში დაბრუნება არ სურს

„იუვენტუსის“ ფორვარდს გონსალო იგუაინს ტურინში დაბრუნება არ სურს, – დაწერა „სქაი სპორტ იტალიამ“ (Sky Sport Italia). დღეისთვის, ფეხბურთელი არგენტინაში იმყოფება.

ფორვარდმა დაახლოებით ერთი თვის წინ კარანტინი დაარღვია და დედის ავადმყოფობის გამო სამშობლოში გაემგზავრა. იტყობინებიან, რომ კორონავრუსისგან შექმნილი სიტუაციისა და გუნდში საკუთარ მომავალთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო იგუაინს იტალიაში დაბრუნება არ სურს.

ადრე წერდნენ, რომ იგუაინს „რივერ პლეიტი“ და „ლოს ანჯელეს გელაქსი“ ეპატიჟებიან. არის კიდევ ერთი პრეტენდენტი – „ბილბაო“, რადგან ფეხბურთელს ბასკური ფესვები აქვს.