იგორ დოდონი აცხადებს, რომ მოლდოვის მთავრობა და „მისი გარე ბატონები“ ქვეყნის რუმინეთთან მიერთებისთვის ემზადებიან
იგორ დოდონი აცხადებს, რომ მოლდოვის მთავრობა და „მისი გარე ბატონები“ ქვეყნის რუმინეთთან მიერთებისთვის ემზადებიან

მოლდოვის ამჟამინდელი მთავრობა და „მისი გარე ბატონები“ მოლდოვის რუმინეთთან მიერთებისთვის ემზადებიან. ამის შესახებ შინაპატიმრობაში მყოფი მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი აცხადებს.

დოდონის თქმით, მაია სანდუ და „მისი გარე ბატონები“ მიჰყვებიან უკრაინულ სცენარს, პროვოცირებენ მიზანმიმართულ დესტაბილიზაციას, რომ გამოიყენონ მოლდოველები „გეოპოლიტიკურ ბრძოლაში საზარბაზნე ხორცად“.

„ფაქტობრივად, ყველა ეს შეიარაღების პროცესი და ანტირუსული ისტერია მოწყობილია სპეციალურად მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარების ყოფნის გასამართლებლად. მზადდება ჩვენი ქვეყნის რუმინეთთან სამხედრო და პოლიტიკური მიერთება, ნეიტრალიტეტის უარყოფით“, – განაცხადა დოდონმა.

იგორ დოდონი სამშობლოს ღალატშია ეჭვმიტანილი. 26 მაისს მოლდოვის სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-დღიანი შინა პატიმრობა მიუსაჯა.