როლან გაროსის შემდეგ, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
როლან გაროსის ფინალში გასვლის წყალობით, მეექვსედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა ამერიკელმა სოფია კენინმა – მან ჩეხ კაროლინა პლიშკოვას გაუცვალა ადგილი. ერთი პოზიცია დაკარგა ამერიკელმა სერენა უილიამსმა.
რაც შეეხება როლან გაროსის ტრიუმფატორ იგა სვიონტეკს, მან 37 პოზიცია მოიგო და მე-17 ჩოგანი გახდა.
1(1). ბარტი (ავსტრალია) – 8 717
2(2). ჰალეპი (რუმინეთი) – 7 255
3(3). ოსაკა (იაპონია) – 5 780
4(6). კენინი (აშშ) – 5 760
5(5). სვიტოლინა (უკრაინა) – 5 260
6(4). კარ. პლიშკოვა (ჩეხეთი) – 5 205
7(7). ბიანკა ანდრეესკუ (აშშ) – 4 555
8(11). კვიტოვა (ჩეხ) – 4 516
9(8). ბერტენსი (ნიდ) – 4 505
10(9). ს. უილიამსი (აშშ) – 4 080