პოლონელი ჩოგბურთელი იგა შვიონტეკი ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში WTA500 კატეგორიის ტურნირის ჩემპიონი გახდა. 19 წლის მოთამაშემ ფინალში შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი 6:2, 6:2 დაამარცხა. მატჩი საათი და 18 წუთი გაგრძელდა.
შვიონტეკი ტურნირზე მეხუთე ნომრად იყო განთესილი და ხუთ მატჩში არც ერთი სეტი არ წააგო: I წრე – ბრენგლი 6:3 6:4, II წრე – ინგლისი 6:1 6:3, 1/4 ფინალი – კოლინზი 6:2 3:0 უარი, 1/2 ფინალი – ტაიხმანი 6:3 6:2.
იგასთვის ეს იყო პირველი ტიტული WTA-ის ტურში. 2020 წელს მან მოიგო როლან გაროსი და გახდა პირველი პოლონელი, ვინც „დიდი სლემის“ ტურნირზე გაიმარჯვა.
ახალ რეიტინგში შვიონტეკი მე-15 ჩოგანი გახდება, რაც მისი პირადი რეკორდია.