IFFHS-მ სამხრეთ ამერიკის 2022 წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა #1TVSPORT
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) შეადგინა 2022 წლის სამხრეთ ამერიკის სიმბოლური ნაკრები.
როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე დიდი წარმომადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონს, არგენტინის ნაკრებს ჰყავს – სიმბოლურში ამ ქვეყნის შვიდი ფეხბურთელი მოხვდა. დანარჩენი ადგილები ბრაზილიელებს ერგოთ.
მეკარე – ემილიანო მარტინესი (არგენტინა, ასტონ ვილა);
მცველები – ნიკოლას ოტამენდი (არგენტინა, ბენფიკა), ტიაგო სილვა (ბრაზილია, ჩელსი), კრისტიან რომერო (არგენტინა, ტოტენჰემი);
ნახევარმცველები – როდრიგო დე პაული (არგენტინა, ატლეტიკო), ნეიმარი (ბრაზილია, პარი სენ-ჟერმენი), კაზემირო (ბრაზილია, მანჩესტერ იუნაიტედი), ენცო ფერნანდესი (არგენტინა, ბენფიკა);
ფორვარდები – ვინისიუს ჟუნიორი (ბრაზილია, რეალი), ხულიან ალვარესი (არგენტინა, მანჩესტერ სიტი), ლიონელ მესი (არგენტინა, პარი სენ-ჟერმენი).