იეზიდები ახალი წლისა და გაზაფხულის მოსვლის დღესასწაულს, „კლოჩე სარე სალეს" აღნიშნავენ
იეზიდები ახალი წლისა და გაზაფხულის მოსვლის დღესასწაულს, „კლოჩე სარე სალეს" აღნიშნავენ

იეზიდები „კლოჩე სარე სალეს“ დღესასწაულს აღნიშნავენ.

დღესასწაული ახალი წლის დაწყებასა და გაზაფხულის მოსვლას უკავშირდება.  თბილისში იეზიდების ტაძარში ამ დღისადმი მიძღვნილი მსახურება ჩატარდა.

„კლოჩე სარე სალე“ ითარგმნება როგორც ახალი წლის პასკა.

ტრადიციულად ამ დღეს იეზიდების ოჯახში ნამცხვარს აცხობენ, სადაც დიასახლისი მძივს ათავსებს. ითვლება, რომ ვისაც მძივი შეხვდება, მასზე იქნება დამოკიდებული ახალი წლის წარმატება.

 

დატოვე კომენტარი