იერუსალიმში შეიარაღებულ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა
იერუსალიმში შეიარაღებულ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა

იერუსალიმში შეიარაღებულ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, თავდასხმა ქალაქის ძველ უბანში, ტაძრის მთის მახლობლად მოხდა. სროლის შედეგად ორი სამოქალაქო პირი დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა, ასევე დაშავდა პოლიციის ორი თანამშრომელი.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ თავდამსხმელს სამართალდამცველებმა ცეცხლი გაუხსნეს, რომელიც ადგილზევე დაიღუპა. თავდასხმის შემდეგ პოლიციამ ტაძრის მთის ტერიტორია დახურა.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო „კარლოს“ სახელით ცნობილი იმპროვიზიებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევით, რომელიც პალესტინურ უბნებშია პოპულარული.