იერუსალიმში მძევლების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით აქცია იმართება

23:01, 18.05.2024

იერუსალიმში „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერით: „არჩევნები ახლა!“ და „მძევლები სახლში“.

დემონსტრანტები პირობას დებენ, რომ არ გაჩერდებიან სანამ ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება.

დემონსტრაცია თელ ავივშიც გაიმართა, სადაც ათიათასობით ადამიანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას ითხოვდა.

მსგავსი