იერუსალიმში ბენიამინ ნეთანიაჰუს თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაკავებულია 50 ადამიანი
Israelis wearing masks to avoid the spread of the Covid-19 coronavirus protest against Israeli Prime Minister Benjamin Netanyahu outside his official residence in Jerusalem, on July 14, 2020. - Netanyahu, 70, was indicted in January for bribery, fraud and breach of trust in three cases. He denies all the charges and accuses the media and legal officials of a witch hunt. (Photo by Menahem KAHANA / AFP)
ისრაელის პოლიციამ იერუსალიმში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 50 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებმა გადაკეტეს გზები და ქალაქის ცენტრში ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს.
სამართალდამცველებმა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.
როგორც პოლიციის პრესსპიკერის განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მონაწილეთა ნაწილი თავს ესხმოდა პოლიციის ოფიცრებსა და ჟურნალისტებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, არეულობისას დაშავდა ერთი სამართალდამცველი.
იერუსალიმში გამართული დემონსტრაციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მთავრობის მიერ კორონავირუსის ეპიდემიაზე რეაგირების გამო და ნეთანიაჰუს მის წინააღმდეგ აღძრული მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამო აკრიტიკებდნენ.

