იერუსალიმში, ავტობუსის ორ გაჩერებასთან აფეთქებების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
იერუსალიმში, ავტობუსის ორ გაჩერებასთან აფეთქებების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა

იერუსალიმში, ავტობუსის ორ გაჩერებასთან აფეთქებების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პირველი აფეთქება იერუსალიმის შემოგარენში მდებარე გაჩერებაზე მოხდა, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მეორე აფეთქება ქალაქის სხვა ნაწილში მოხდა. დაიჭრა სამი მოქალაქე.

ისრაელის პოლიციაში ამბობენ, რომ აფეთქებები, სავარაუდოდ, პალესტინელებმა მოაწყვეს.