იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლისთვის ემზადებიან [LIVE]

იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მორწმუნეები წმინდა ცეცხლის გარდამოსვლისთვის ემზადებიან. ტაძარი უკვე გაიღო, ადგილზე მომლოცველები მივიდნენ.

იერუსალიმის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ცეცხლის გარდამოსვლაზე დასწრების მსურველები დღეს, დილის ცხრიდან ათ საათამდე უნდა მისულიყვნენ ახალ კარიბჭესთან, საიდანაც პოლიცია და საპატრიარქოს წარმომადგენელები კორონავირუსზე ვაქცინირებულ პირებს ქრისტეს საფლავის, იგივე აღდგომის ტაძარში უშვებენ. ვისაც არ აქვს გაკეთებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე დარჩებიან.

წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.