იერუსალიმის შემოგარენში ხანძარს ებრძვიან

18:20, 09.06.2021

იერუსალიმის შემოგარენში ხანძარს ებრძვიან. ადგილობრივი მოსახლეობა ევაკუირებულია.

როგორც გამოცემა „ჰაარეცი“ წერს, ცეცხლი იერუსალიმიდან 7 კილომეტრში მდებარე ტყეში გაჩნდა.

ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია ათობით მეხანძრე. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენი.

ხანძრის გამო იერუსალიმსა და თელ-ავივს შორის სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა. გადაკეტილია მოძრაობა რამდნიმე ავტომაგისტრალზე.

მსგავსი