იენს სტოლტენბერგი - ვხედავთ რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს უკრაინასა და საქართველოში, ასევე კიბერთავდასხმებს, მოწამვლის შემთხვევებს, სწორედ ამან გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება
იენს სტოლტენბერგი - ვხედავთ რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს უკრაინასა და საქართველოში, ასევე კიბერთავდასხმებს, მოწამვლის შემთხვევებს, სწორედ ამან გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება

ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიული მოქმედების ნიმუშს მეზობლების წინააღმდეგ, უკრაინასა და საქართველოში, ასევე კიბერთავდასხმებსა და მოწამვლის შემთხვევებს. სწორედ ამან გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტის გახსნაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს და რუსეთის ურთიერთობები ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა, თუმცა ალიანსს რუსეთთან დიალოგის გაგრძელება სურს.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, სამიტი ალიანსისთვის გადამწყვეტ მომენტში იმართება და დღეს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ეტაპი დაიწყება.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრები ასევე განიხილავენ ჩინეთთან ურთიერთობას, რომელიც ნატო-ს უსაფრთხოებისთვის გამოწვევებს ქმნის.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატოს ლიდერები დღეს დაამტკიცებენ ალიანსის ამბიციურ დღის წესრიგს – ნატო 2030, რომელიც ეხება კოლექტიური თავდაცვის და ტექნოლოგიური მიმართულების გაძლიერებას.