იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და კონგრესის სხვა ხელმძღვანელებს შეხვდა
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და კონგრესის სხვა ხელმძღვანელებს შეხვდა.
როგორც ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ძლიერი ნატო შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებში შედის და რომ ნატო-ს მეშვეობით აშშ-ს უფრო მეტი მეგობარი და მოკავშირე ჰყავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ძალას.
„სტოლტენბერგმა შეაქო აშშ უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ეს მხარდაჭერა რჩება გადამწყვეტად უკრაინის გადარჩენისა და ევროპის სტაბილურობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, იენს სტოლტენბერგმა მონაწილეობა მიიღო უკრაინაზე ფოკუსირებულ დისკუსიაშიც რამდენიმე რესპუბლიკელ წარმომადგენელთან.