იენს სტოლტენბერგი - უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის მხარდაჭერა, ამავე დროს გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს კონფლიქტი ნატო-სა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიან ომში არ გადაიზარდოს
იენს სტოლტენბერგი - უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის მხარდაჭერა, ამავე დროს გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს კონფლიქტი ნატო-სა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიან ომში არ გადაიზარდოს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს, თუმცა ეცადოს, კონფლიქტი ნატო-სა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიან ომში არ გადაიზარდოს.

ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგანგებო სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს მოკავშირეები სწორედ ამიტომ აცხადებენ, რომ უკრაინაში ჯარებს არ განათავსებენ.

„ერთი მხრივ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის მხარდაჭერა, ამავე დროს გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს კონფლიქტი არ გადაიზარდოს სრულმასშტაბიან ომში ნატო-სა და რუსეთს შორის. სწორედ ამიტომ, მოკავშირეები ცხადად ამბობენ, რომ ჩვენ არ განვათავსებთ ჯარებს უკრაინაში, რადგან ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად არის რუსულ ჯართან სრულ კონფლიქტში ჩართვისთვის მზადება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.