იენს სტოლტენბერგი – საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია, ნატო სრულად უჭერს მხარს ქვეყნის რეფორმებს, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია, მოუთმენლად ველოდები ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „ტვიტერში“ წერს.
მისი თქმით, ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს რეფორმებს, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
„სასიამოვნოა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა. საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია და მე მოუთმენლად ველოდები ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებას. ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს რეფორმებს, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენებრგი.
Good to meet President @Zourabichvili_S. #Georgia is an important partner & I look forward to further strengthening our partnership. #NATO fully supports Georgia’s reforms, sovereignty & territorial integrity. pic.twitter.com/HyBa7yQQUy
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) January 22, 2021