იენს სტოლტენბერგი - საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს, სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, ეს არის რუსეთის ქცევის ნიმუში, ამიტომ ვაძლიერებთ ნატო-ს და ჩვენს პოზიციებს აღმოსავლეთ ფლანგზე
იენს სტოლტენბერგი - საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს, სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, ეს არის რუსეთის ქცევის ნიმუში, ამიტომ ვაძლიერებთ ნატო-ს და ჩვენს პოზიციებს აღმოსავლეთ ფლანგზე

მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რუსეთის სამხედრო ძალის ზრდას ჩრდილოეთში, ფინეთისა და შვედეთის მახლობლად, არა მხოლოდ ვხედავდით რუსეთის სამხედრო ძალის ზრდას, არამედ ვხედავთ რუსეთის და პრეზიდენტ პუტინის სურვილს, გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ალიანსში ფინეთის გაწევრიანების ცერემონია უნდა დაიწყოს.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ განაპირობა ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილება, ნატო-ში წევრობის განაცხადი წარედგინათ.

„საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს და სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში გასულ წელს. ეს არის რუსეთის ქცევის ნიმუში და სწორედ ამიტომ ვაძლიერებთ ნატო-ს, ჩვენს მზადყოფნას, ჩვენს პოზიციებს აღმოსავლეთ ფლანგზე, სწორედ ამიტომ ახორციელებენ მეტ ინვესტიციას მოკავშირეები ახალ, თანამედროვე შესაძლებლობებში. სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ განაპირობა ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილება, წარედგინათ ნატო-ში წევრობის განაცხადი. პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში შეჭრით უნდოდა ნაკლები ნატო მის საზღვრებთან, რომ დაეხურა ნატო-ს კარი ახალი წევრებისთვის ევროპაში, მან მიიღო სრულიად საპირისპირო. ის იღებს მეტ მზადყოფნას, მეტ ჯარისკაცს ხმელეთზე, ჰაერში ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე და იღებს მეტ წევრს, ფინეთს დღეს და მალე ასევე შვედეთს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.